გოდერძი მახარაძემ გინესის 4 ახალი რეკორდი დაამყარა

28 ოქტომბერი 2022, 11:43 1045 ნახვა

გინესის მრავალგზის რეკორდსმენმა, ოზურგეთელმა გოდერძი მახარაძემ თავის რეკორდების სიას გინესის კიდევ ოთხი ახალი რეკორდი შემატა. 27 ოქტომბერს ოზურგეთის სპორტის სასახლეში ქართველმა სპორტსმენმა ერთ დღეში დაამყარა ოთხი რეკორდი და ამით კოსოვოელი აგიმ აგუშისა და ინდოელი კრიშნან კუმარაველუს რეკორდები გააუმჯობესა. გოდერძი მახარაძემ 10 წუთის განმავლობაში ბურთი თავით 1858- ჯერ  აკენწლა,  ასევე ას  და ოთხას  მეტრიან დისტანციაზე ბურთის კენწვლით დაამყარა ორი რეკორდი და ყველაზე რთული, 5  კილომეტრი და  300 მეტრი გაიარა ბურთის თავით კენწვლით უკუსვლით,  წინა რეკორდი 4  232 მეტრი იყო. ეს უკვე მახარაძის 58-ე რეკორდია. ჩვენი გადამღები ჯგუფი ოზურგეთში იმყოფებოდა და უფრო მეტს ქართველი რეკორდსმენის შესახებ სიუჟეტიდან გაიგებთ, რომელსაც დღეს

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი