იუ-ეფ-სი-ს ქართველი მებრძოლის ილია თოფურიას მომავალი მეტოქის ვინაობა გაირკვა. "მატადორი" მომდევნო ბრძოლას 10 დეკემბერს, ლას ვეგასში დაგეგმილ ტურნირში იუ-ეფ-სი-ს 282-ში გამართავს, მისი მოწინააღმდეგე კი ამერიკელი ბრაის მიტჩელი იქნება.
ესპანეთის მოქალაქეობის მქონე ილია თოფურიას ემ-ემ-ეი-ში ზედიზედ 12 ორთაბრძოლა აქვს მოგებული, იუ-ეფ-სი-ში კი ოთხიდან სამ შეხვედრაში ნოკაუტით გაიმარჯვა.
ილია ოქტაგონზე ბოლოს მარტში გავიდა და ჯეი ჰერბერტი დაამარცხა, თავის დივიზიონში კი მე-14 პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება ბრაის მიტჩელს, ამერიკელის ბალანსი 15-0-ზეა, იუ-ეფ-სი-ს კი 6 მოგება აქვს. მიტჩელმა ბოლოს ედსონ ბარბოზა დაამარცხა და ნახევრად მსუბუქ დივიზიონში მე-9 პოზიციაზეა.