ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ აბუ დაბის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ მსოფლიო რეიტინგი განაახლა. განახლებულ რეიტინგში დიდი წინსვლა აქვთ აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონებს გიორგი სარდალაშვილსა და ბექა ღვინიაშვილს, ასევე ვიცე-ჩემპიონს სოფიო სომხიშვილს. გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიოს მე-20 ნომრიდან მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა. ბექა ღვინიაშვილმა ჩემპიონობის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში მეხუთე პოზიციიდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ვიცე-ჩემპიონმა სოფიო სომხიშვილმა 700 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგის 37-ე პოზიციიდან მე-19 ადგილზე გადაინაცვლა. 90 კილოგრამში ლუკა მაისურაძე და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, შესაბამისად, მე-5 და მე-7 პოზიციებზე არიან, პირველი ადგილი შეინარჩუნა 81 კგ-ში მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც ამასთანავე ყველა წონის ლიდერიცაა. მეორე პოზიციაზე დარჩნენ ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი. რაც შეეხება ეთერ ლიპარტელიანს, ის მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.