ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გელა ჯანელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონისა და სომხეთის ორასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირს ესწრებოდნენ გელა ჯანელიძის ოჯახის წევრები.
გამარჯვებულები და პრიზიორები 12 წონით კატეგორიაში გამოვლინდენ და ისინი მედლებით თასებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.
შეჯიბრება წელს პირველად ჩატარდა, თუმცა ორგანიზატორების განცხადებით, ის ტრადიციული გახდება და ყოველწლიურად გაიმართება.