ეროვნული ჩემპიონატის 31-ე ტურში გორის „დილამ“ თბილისის „დინამო“ მიიღო და 2:3 დამარცხდა. ამ გამარჯვებით თბილისელებმა ჩემპიონატში ლიდერობა კვლავ დაიბრუნეს და ახლა მის უშუალო კონკურენტს ბათუმის „დინამოს“ ისევ ორი ქულით უსწრებენ.
ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ჩემპიონატის ორივე ლიდერი სახლში თამაშობს.
თბილისის „დინამო“ მეექვსე ადგილზე მყოფ „საბურთალოს“ უმასპინძლებს, გია გეგუჩაძის გუნდი კი „აჭარაბეთ არენაზე“ სატურნირო ცხრილის ბოლოადგილოსან „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.