ბათუმის სპორტის სასახლეში დღეს დაიწყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გელა ჯანელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონისა და სომხეთის ორასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
ტურნირის ორგანიზატორი ბათუმის სპორტის სასახლეა და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, შეჯიბრება ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.
გელა ჯანელიძე იყო საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ღირსებისა და ფილას ორდენების კავალერი და არაერთი წარმატებული მოჭიდავის აღმზრდელი. ტურნირი ორ დღეს გაგრძელდება.