გურამ ჭანტურიას მემორიალი ჭადრაკში  

21 ოქტომბერი 2022, 10:40 591 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ღია და 12 წლამდე კატეგორიაში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. ორივე კატეგორიაში დაითვალა ფიდეს რეიტინგი.

ღონისძიებაში ჩართული იყო 37 მოჭადრაკე. ღია კატეგორიაში თენგიზ დიდმანიძემ გაიმარჯვა, ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა თინათინ ბერიძემ.

12 წლამდე კატეგორიაში ტურნირის გამარჯვებულები შოთა ცეცხლაძე და ანა მალაზონია გახდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი