კახი ასანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

20 ოქტომბერი 2022, 10:03 410 ნახვა

ქართველმა ძალოსანმა, კახი ასანიძემ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ალბანეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 23 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ფიცარნაგზე 73 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი – კახი ასანიძე და არჩილ მალაყმაძე ასპარეზობდნენ.

კახი ასანიძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ასანიძემ აკვრაში შესანიშნავად იასპარეზა, დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

ასევე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 322 კილოგრამითაც.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში