ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსის კარი ღია რჩება და მომავალში უკრაინა გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა, თუმცა მისივე თქმით, უკრაინას ჯერ ომი აქვს მოსაგები.
ახლა მოკლევადიანი პრიორიტეტია უკრაინის დახმარება, რათა მან შეძლოს მეტი უპირატესობა მიიღოს ბრძოლის ველზე და დაასრულოს ეს ომი ისე, რომ უკრაინა დარჩეს დამოუკიდებელი.
ეს გაწევრიანებაზე ნებისმიერი დისკუსიის წინაპირობაა – განაცხადა სტოლტენბერგმა ბერლინში, საგარეო პოლიტიკის ფორუმზე. მისი თქმით, ალიანსის პოზიცია 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული უცვლელია.