იაპონიის ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია 

14 ოქტომბერი 2022, 10:17 555 ნახვა

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე გუნდურ ასპარეზობაში იაპონიის ნაკრებმა გაიმარჯვა. მან ფინალში საფრანგეთი 4:2 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში საფრანგეთთან 1:4 დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობებში ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა, ტურნირზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა, ლუკა მაისურაძემ   და გურამ თუშიშვილმა   დაიკავეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი