ბათუმმა დიდი 10-ის მორიგ ტურში „აია“ 29:0 დაამარცხა 

09 ოქტომბერი 2022, 10:25 483 ნახვა

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა სარაგბო კლუბმა "ბათუმმა", მეხუთე ტურის დასკვნით მატჩში სტუმრად მშრალი ანგარიშით 29:0 დაამარცხა ქუთაისის „აია“.

"ბათუმმა" მეტოქეს  ხუთი ლელო გაუტანა და საპრემიო ქულა მიიღო. შედეგად სატურნირო მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. გუნდი ამჟამად დიდი 10-ის გათამაშებაში მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის" მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი აღიარეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი