საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს თასზე იასპარეზებს. 2022 წლის სეზონის შემაჯამებელ გუნდურ შეჯიბრებას 10-11 დეკემბერს აიოვა სიტი უმასპინძლებს და ხალიჩაზე ქართველ ფალავნებსაც ვიხილავთ.
პრესტიჟული ტურნირის მონაწილეთა ვინაობა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გუნდური შედეგებით გაირკვა.
კონკურენციაში მხოლოდ 6 ნაკრები ჩაერთვება, ევროპის ქვეყნებიდან კი მსოფლიოს თასზე ჭიდაობის უფლება მხოლოდ საქართველომ მოიპოვა.