ქართველებმა მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულეს

28 სექტემბერი 2022, 11:06 701 ნახვა

ბათუმში დასრულდა კადეტ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი. 70 ქვეყნის 8, 10 და 12 წლის 800-მდე გოგონა და ბიჭი ჩაება სხვადასხვა სინჯის მედლებისთვის ასპარეზობაში.

საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლთა შორის საქართველოს 108 წარმომადგენელი იყო. შვეიცარიული სისტემით 11 ტური გათამაშდა.

12 წლამდელებში კესარია მგელაძე 8 ტურის შემდეგ 6 მოგებითა და 2 ყაიმით ერთპიროვნული ლიდერი იყო და მედლის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ბოლო სამ ტურში, გუპტა შუბჰისთან, ოქსანა გარიაჩკინასთან, მაედეხ იუსეფიანთან დამარცხდა და საბოლოოდ 7 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი