ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია  

23 სექტემბერი 2022, 10:25 633 ნახვა

დუშეთში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის 14 ქალაქისა და რაიონის 100-მდე ათლეტის მონაწილეობდა. შეჯიბრებაში უფროსების პარალელურად, 20-წლამდელებიც მონაწილეობდნენ. ტურნირის ბოლო დღეს მედალოსნები  ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

მოასპარეზეთა შორის გახლდათ ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებული, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, რომელმაც მისთვის მოკრძალებული შედეგით მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა და უახლოეს კონკურენტს 102 კილოგრამით აჯობა. ეს შეჯიბრება ტალახაძისთვის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ეტაპი იყო. წლის უმთავრესი ასპარეზობა 5-16 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს ჩემპიონები გახდნენ ასევე: შოთა მიშველიძე, კახი ასანიძე, არჩილ მალაყმაძე, საბა ასანიძე, რეზი დავითაძე, ირაკლი ჩხეიძე და გიორგი ჩხეიძე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი