ევროპის სუპერთასზე მესამე ტურში „ბათუმი“ ხვალ თელ ავივის „ჰითს“ უმასპინძლებს  

23 სექტემბერი 2022, 10:09 470 ნახვა

რაგბი ევროპის სუპერთასის გათამაშების მესამე ტურში "ბათუმი" თელ-ავივის „ჰითს“ხვალ, ბათუმი რაგბი არენაზე დაუპირისპირდება.

ორი ტურის შემდეგ „ბათუმი“ უქულოდ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

ზღვისპირელები პირველ მატჩში პირველ ქართულ ფრენჩაიზ, სუპერთასის მოქმედ ჩემპიონთან „შავ ლომთან“ დამარცხდნენ, მეორე ტურში კი რუმინეთში „ვულვზთანაც“ წააგეს.

შავ ლომს 7 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს, მეორეზეა „ჰითი“, რომელსაც 6,4 ქულა აქვს, ვულვზი 5,4 ქულით მესამე ადგილზეა. მესამე ტურში „შავი ლომი“ „ვულვზს“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში