საქართველოს ნაკრები კარატეში მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება

20 სექტემბერი 2022, 19:38 646 ნახვა

მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა დასკვნითი, ათდღიანი შეკრება ბათუმში გაიარა. მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, 24-25 სექტემბერს პოლონეთის ქალაქი კიელცე უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების ღირსებას 9 სპორტსმენი დაიცავს, მათ შორის ერთი გოგონა თეონა გაზდელიანი. ეროვნულ გუნდში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონები და პრიზიორები არიან. საქართველოს ნაკრებმა გამგზავრებამდე დღეს ბათუმში ბოლო ვარჯიში გამართა. მწვრთნელები იმედოვნებენ, რომ ტურნირზე ქართველი მებრძოლები არაერთ მედალს მოიპოვებენ. ეროვნული ნაკრების ღირსებას მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ბათუმელი სპორტსმენი დაიცავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი