დღეს კვარაცხელიას "ნაპოლი" გასვლაზე "მილანს" დაუპირისპირდება

18 სექტემბერი 2022, 11:41 944 ნახვა

იტალიის "სერია A-ს" მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მილანი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. ამ დროისთვის ორივე კლუბს 14 ქულა აქვს და ცხრილის სათავეში იმყოფებიან. მილანელებს რაფა ლეაო , იბრაჰიმოვიჩი და ფლორენცი არ ეყოლებათ . ნეაპოლელებს კი ვიქტორ ოსიმენი და დიოეგო დემმე დააკლდება. ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 5 მატჩიდან თანაბრად 2-2 გამარჯვება "მილანმა" და "ნაპოლიმ" მოიპოვა, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა. იტალიური გამოცემების ინფორმაციით ხვიჩა კვარაცხელია "სან სიროზე" ძირითადად შემადგენლობაში იქნება. ცენტრალური მატჩი დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში