დღეს ,,ნურიგელი" ს ტბაზე, ბათუმის სპორტული ცენტრის ნიჩბოსნობის ბაზაზე სტარტი აიღო საერთაშორისო ფესტივალმა ნიჩბოსნობაში. ასპარეზობა როგორც კანოეთი, ასევე კაიაკით გაიმართება. ღონისძიებაში ადგილობრივი გუნდების გარდა სომხეთის და უკრაინის გუნდებიც მონაწილეობენ. ტურნირი ხვალ დასრულდება და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.