დღეს "დინამო" ბათუმი ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე "გაგრას" უმასპინძლებს.
გია გეგუჩაძის გუნდმა ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა და უახლოესმა კონკურენტმა სხვაობის შემცირება 4 ქულამდე მოახერხა.
25 მატჩის შემდეგ ბათუმელები 57 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო "გაგრა" 25 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციას იკავებს.
მატჩი ბათუმში 21:00 საათზე დაიწყება.
დღესვე "დინამო" თბილისი "სამგურალს" 19:00 საათიდან მიიღებს.