დაპირისპირება მკლავჭიდის ფედერაციებში

07 სექტემბერი 2022, 19:42 663 ნახვა

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტს სოსო ჯაჭვლიანს აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა შავაძე უპირისპირდება. შავაძის თქმით, მიღებულია   უსაფუძვლო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აჭარას ჯერ დაფინანსება შეუწყდა, შემდეგ კი რეგიონალური ფედერაცია ეროვნულიდან გაირიცხა. შავაძის პრეტენზიას საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მსოფლიოს ექვსგზისა და ევროპის ათგზის ჩემპიონი გენადი კვიკვინიაც უერთდება. ჩვენ ვცადეთ სოსო ჯაჭვლიანთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი