პოლონეთის ქალაქ გდანსკში დასრულდა ვალდემარ მალაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძალოსნობაში.
შეჯიბრებაში საქართველოს სამი ქართველი ძალოსანი მონაწილეობდა.
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჩემპიონობა არც ამჯერად დათმო. მეორე და მესამე ადგილებზე რევაზ დავითაძე და შოთა მიშველიძე გავიდნენ.