დღეს საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში მასპინძელ ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებს 12-ით 8 მოუგო და ტურნირის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, სადაც ისტორიაში მეორედ იასპარეზებს.