საქართველოს ქვიშით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია

05 სექტემბერი 2022, 18:25 670 ნახვა

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედლით დაასრულა. ეს საუკეთესო შედეგი იყო და ჩვენმა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილით დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და ნიკა კენჭაძე (80 კგ). დავით ხუციშვილმა (90 კგ) და მამუკა კორძაიამ (+90 კგ) კი მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ მსოფლიო სერიის ფინალური – მეხუთე ეტაპის შემდეგ, რომელსაც 3-4 სექტემბერს რუმინეთის ქალაქმა კონსტანტამ უმასპინძლა. მანამდე, მაისიდან ივლისის ჩათვლით, მსოფლიო სერიის ოთხი ეტაპი გაიმართა და საქართველოს ნაკრები ოთხივეში საუკეთესო იყო.

ფინალურ ეტაპზე კენჭაძე და ქელეხსაშვილი ჩემპიონები გახდნენ. კორძაიამ მეორე ადგილი დაიკავა, ხუციშვილი კი ნახევარფინალში მიღებული ტრავმის გამო საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი