პარაძიუდოისტთა წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

05 სექტემბერი 2022, 14:03 480 ნახვა

იტალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პარაძიუდოისტთა შორის საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ხუთი მედალი მოიპოვა, გუნდურ ასპარეზობაში კი მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა ინდივიდუალურში ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონები გიორგი და ინა ქალდანები გახდნენ, ვიცე ჩემპიონის ტიტული ზურაბ ზურაბიანმა მოიპოვა, ნუკრი მიღრიჯანაშვილმა და ლაშა ყიზილაშვილმა ბრინჯაოს მედლები ირგუნეს.

გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებმა მასპინძელი იტალიის ნაკრები დაამარცხა.

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ლევან ქოჩიევმა და ბესიკ რაჯებაშვილმა მოამზადეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი