ოლიმპიური ჩემპიონი ტატამს გამარჯვებით დაუბრუნდა

05 სექტემბერი 2022, 10:17 518 ნახვა

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური წელიწადნახევრიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ტატამს ოქროს მედლით დაუბრუნდა.

ბექაურმა ავსტრიაში ევროპის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე იპონით მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა. 90 კილოგრამიან წონითი კატეგორიის ფინალში ლაშამ ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჩიდ ბორჩაშვილი იპონით დაამარცხა.

ბექაურის გარდა, ოქროს მედალი მოიპოვა 81 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცმაც. მისი მეტოქე ფინალში ფრანგი ნიკოლა შილარი იყო, რომელსაც ვაზარით სძლია. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი ბერიაშვილმა და გიორგი თუთაშვილმა.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა, ევროპის ღია პირველობა 2 ოქროსა და ბრინჯაოს 2 მედლით დაასრულა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი