ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია

04 სექტემბერი 2022, 14:25 846 ნახვა

უნგრეთის ქალაქ სეგედში გრძელდება 18 და 23-წლამდელ ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი. 2 სექტემბერს ალექსანდრე წივწივაძემ ერთადგილიანი კანოეთი 500 მ დისტანციაზე, შესარჩევი გაცურვა მოიგო და პირდაპირ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ფინალური გაცურვა დღეს გაიმართა, ქართველი სპორტსმენი თავიდან ჩამორჩა ლიდერებს, მაგრამ საბოლოოდ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხა, დისტანცია პირველ ადგილზე დაასრულა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი