დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტზე მეორე მატჩს გამართავს. მისი მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები იქნება.
პირველ ტურში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ბელგიასთან მატჩში 79:76 დამარცხდა. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში ოთხი საუკეთესო გადის.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის დამარცხება უკვე მოახერხა.
საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.