დღეს ბათუმში შერეულ ორთაბრძოლებში ჯი-ეფ-სის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ბათუმელი მებრძოლი ხვიჩა ქორიძე ყაზახ შერმურატ კალილოვს დაუპირისპირდება.
კალილოვი ოქტაგონში ყაზახეთის ჩემპიონია და დღემდე დაუმარცხებლად ითვლება. ხვიჩა ქორიძე კი ჯი-ეფ-სის ვერსიით საქართველოს ჩემპიონია.
საერთო ჯამში 17 ბრძოლა გაიმართება და ამათგან ხუთში ბათუმის საბრძოლო აკადემიის წარმომადგენელი იბრძოლებს.
შეხვედრები 19:00 საათიდან დაიწყება.