ქვიშის სპორტის სახეობებში საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

01 სექტემბერი 2022, 11:01 859 ნახვა

ბათუმის ქვიშის მოედანზე დასრულდა საერთაშორისო ფესტივალი სპორტის ქვიშის სახეობებში. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სპორტსმენებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც მონაწილეობენ.

ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. ტურნირი ფეხბურთში, ტექბოლში, რაგბში, ფუტვოლეისა და ფრენბურთში ჩატარდა.

ღონისძიების ორგანიზატორი ბათუმის სპორტული ცენტრია. ტურნირის დასკვნით დღეს გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი