დღეს იტალიის სერია "ა"-ს მეოთხე ტურში „ნაპოლი“ „სტადიო მარადონაზე“ „ლეჩეს“ უმასპინძლებს. იტალიური გამოცემა „კორერა დე ლა სერა“-ს ინფორმაციით, კვარაცხელია დღეს სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება.
სპალეტის გუნდმა, რომელიც ჩემპიონატის თანალიდერია, გასულ ტურში "ფიორენტინასთან" ფრედ 0:0 ითამაშა.
იტალიური მედიის ცნობით სპალეტიმ ხვიჩა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მატჩებისთვის დაასვენოს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.