ხორვატია წყალბურთში ევროპის 35-ე ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველი შეხვედრა მონტენეგროსთან გამართა და ანგარიშით 11:14 დამარცხდა. ეროვნული გუნდი ევროპირველობაზე ზედიზედ მეხუთედ თამაშობს.
A ჯგუფში მისი მეტოქეები მონტენეგრო, სლოვაკეთი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალიაა. მ
ორიგ შეხვედრას ქართველი წყალბურთელები 31 აგვისტოს იტალიის წინააღმდეგ გამართავენ, 2 სექტემბერს კი სლოვაკეთს დაუპირისპირდებიან.