იტალიის სერია A-ს მე-3 ტური ფლორენციაში ფიორენტინასა და ნაპოლის მატჩით დასრულდა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა ვერ მოახერხა და ვერც მისმა გუნდმა მოიგო, მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა.
ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. 3 ტურის შემდეგ ხვიჩას აქტივში ისევ 3 გოლი და საგოლე პასია. ბომბარდირებში კი კვლავ ლიდერია.
სპალეტის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველად ვერ მოიგო და 7 ქულა აქვს, რითაც სერია A-ს თანალიდერია მილანთან, ლაციოსთან, ატალანტასთან, ტორინოსა და რომასთან ერთად.
ნაპოლის მომდევნო მატჩი 31 აგვისტოს, "სტადიო მარადონაზე" ლეჩესთან გაიმართება.