საჭადრაკო ფესტივალი

24 აგვისტო 2022, 14:08 673 ნახვა

ბათუმში საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმის მერიის თასი“ მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს ათი ქვეყნის ოთხასამდე მოჭადრაკე მონაწილეობს.

ტურნირი საჭადრაკო კლუბ „ნონას“ და ბათუმის მერიის ორგანიზებით უკვე მეექვსედ ტარდება.

შეჯიბრებაში ქართველებთან ერთად ყაზახეთის, იტალიის, უკრაინის, ინგლისის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ასპარეზობაში ასევე მონაწილეობენ ფიდეს დროშისა და ეგიდით წარმოდგენილი ქვეყნების მოჭადრაკეები.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი