უკრაინაში ომი ისევ მიმდინარეობს, მაგრამ დღეს, 23 აგვისტოს, უკრაინის ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყება - პირველად ომის პირობებში. სეზონი დონეცკის შახტარისა და მეტალისტ 1925-ის შეხვედრით გაიხსნება.
ორგანიზატორებმა ყველა რისკფაქტორი გაითვალისწინეს. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი და შეზღუდვა, საჭიროების შემთხვევაში გაქცევის გეგმაც. ეს ყოველივე სპორტისა და თავდაცვის სამინისტროს, პოლიციისა და ტერიტორიული დაცვის მიერაა შემუშავებული. ჩემპიონატი უმაყურებლოდ დაიწყება.
უკრაინის ჩემპიონატის დაწყების წინ შახტარის სპორტულმა დირექტორმა დარიო სრნამ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, რუსეთი მისთვის უბრალოდ მკვდარია.