პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში 15 და 17 წლამდელთა შორის საქართველოს ნაკრებმა 37 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა.
ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ გერვასი თაბაგარი, ნიკოლოზ ესართია და ირაკლი ვეკუა, გოგონათა შორის კი საუკეთესო შედეგი მარიამ ვეკუამ დააფიქსირა. ვაჟთა ნაკრებმა საერთო ჯამში 31, გოგონებმა კი 6 მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სულ 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.