საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს პირველ ამხანაგურ მატჩში უნგრეთთან გამართავს

05 აგვისტო 2022, 10:13 773 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიაში შეკრება დაასრულა. ზუროსის გუნდი მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში პირველ სპარინგ-მატჩს დღეს უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ხვალ უნგრეთთან მეორე შეხვედრაც გაიმართება. გუნდს აკლია ტრავმირებული გოგა ბითაძე, რომელიც ამერიკაში იმყოფება და სანდრო მამუკელაშვილი.

სანდრო ეროვნულ გუნდს 7 აგვისტოს უნგრეთიდან დაბრუნების შემდეგ შეუერთდება.

გუნდს ვერ დაეხმარება მიხეილ ბერიშვილი, რომელსაც ფეხის ტრავმა აქვს.

უნგრეთ-საქართველოს მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი