კანადის ქალაქ ჰალიფაქსში ნიჩბოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ნაკრები სამი სპოტსმენითაა წარმოდგენილი.
ქალებში ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე 23-წლამდელებში მსოფლიოს და ევროპის პირველობების პრიზიორმა მარიამ ქერდიკაშვილმა მე-4 ადგილი დაიკავა.
ქერდიკაშვილი ფინალში გასასვლელად დღეს იასპარეზებს. დღესვე ნახევარფინალში ერთადგილიანი კაიაკით 200 მეტრზე იასპარეზებს 23-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი ბადრი ყაველაშვილი.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მედლებისთვის ხვალ იბრძოლებს.