ბათუმი უშუში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. შეჯიბრება როგორც საჩვენებელ გამოსვლებში, ასევე კონტაქტურ ორთაბრძოლა უშუ-სანდაში გაიმართება. შეჯიბრებაში ისრაელის, ლატვიის, სომხეთის, ყაზახეთის უზბეკეთისა და ინდოეთის 200-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის. სპორტსმენთა შორის არიან მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონები. საქართველოს ნაკრები ტურნირზე ორივე დისციპლინაში 60 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. შეჯიბრების დაწყებამდე სპორტსმენებს საქართველოში ჩინეთის ელჩმა მიმართა, მონაწილეებს უშუს პოპულარიზაციასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა . შეჯიბრება 7 აგვისტოს დასრულდება.