ხვიჩა კვარაცხელიამ ''ნაპოლიში'' ისევ გაიტანა

03 აგვისტო 2022, 22:54 1024 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიამ ''ნაპოლის'' შემადგენლობაში კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი.

21 წლის ქართველმა მეხუთე ამხანაგური მატჩი გამართა და ''ჟირონას'' მე-80 წუთზე პენალტი გაუტანა, რომელიც თავადვე მოიპოვა.

საერთო ჯამში ნეაპოლელებმა შეხვედრაში  3:1 იმარჯვეს.
ხვიჩამ სულ 5 ამხანაგური მატჩი ითამაშა, მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე პასია.

ქართველის კლუბს შემდეგი ამხანაგური 6 აგვისტოს ''ესპანიოლის'' წინააღმდეგ ელოდება. 

15 აგვისტოს  კი  სერია A -ს პირველ ტურში გასვლაზე მეტოქე ''ვერონას'' დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში