ბათუმი უძლიერეს მამაკაცთა შორის ევროპის გუნდურ ჩემპიონატს და ევროპის ღია თასს უმასპინძლებს

03 აგვისტო 2022, 10:00 1172 ნახვა

7-8 აგვისტოს ბათუმი უძლიერეს მამაკაცთა შორის ევროპის გუნდურ ჩემპიონატს და ევროპის ღია თასს უმასპინძლებს.

7 აგვისტოს შეჯიბრება მოუხერხებელი მორის აწევაში გაიმართება.

8 აგვისტოს კი ევროპის ღია თასი კლასიკურ ''სთრონგმენის'' დისციპლინაში.

ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა ფედერაციაა.

9 აგვისტოს ტურნირის ფარგლებს მიღმა გინესის რეკორდს მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენი ბაგრატ ჟღენტი დაამყარებს. სპორტსმენი დიდი ზომის სატვირთოს კბილებით გამოწვევაში გინესის რეკორდის გაუმჯობესებას ეცდება.

ასევე 9 აგვისტოს საქართველოს ნაკრები გემის ზღვიდან ნაპირზე გამოწვევაში მსოფლიო რეკორდის დამყარებას  გეგმავს.

შეჯიბრება ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი