ბათუმელი მოჭიდავე ანრი ფუტკარაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

28 ივლისი 2022, 14:20 1242 ნახვა

ბათუმელი მოჭიდავე ანრი ფუტკარაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბერძნულ - რომაული სტილით ჭიდაობაში.  მასთან ერთად  მსოფლიო ჩემპიონის ტიტული  მოიპოვა გორ აივაზიანმა.  

17 წლამდელთა საქართველოს  ნაკრები იტალიაში,  რომში იმყოფებოდა. საქართველომ სულ 5 მედალი: 2 ოქრო და 3 ბრინჯაო მოიპოვა.   

ბრინჯაოს მედლებს - საბა სურმანიძე, ალექსანდრე რუსიტაშვილი  და ლუკა გელაშვილი დაეუფლნენ.  

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 121 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე ირანი გავიდა, მეორეზე  კი - აზერბაიჯანი   

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი