როდის დაიწყება სტადიონის მშენებლობა

04 იანვარი 2017, 00:00 2271 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით უწყება უახლოეს პერიოდში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საექსპერტო დასკვნას  ელოდება, რომლის შემდეგაც სტადიონის მშენებლობის დაწყებამდე ტენდერს გამოაცხადებს. რამაზ ბოლქვაძის განცხადებით ტენდერისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია მზადაა. პროექტის თანახმად ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება,  რომლისთვისაც 38 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში