ქედის ''ბეთლები'' 3-2 მარტვილის ''სალხინო''

10 ნოემბერი 2016, 00:00 3737 ნახვა

საქართველოს  საფეხბურთო  ეროვნული  ჩემპიონატის  მეთორმეტე  ტურში  მეთერთმეტე  გამარჯვება  იზეიმა  ქედის  ბეთლემმა.  3-2  ასეთი  ანგარიშით  დასრულდა  შეხვედრა  მარტვილში  სალხინოსა  და  ბეთლემს  შორის.  მეორე  ტაიმში  მასპინძლები  2-0-ს  იგებდნენ, თუმცა  ბეთლემის  ფეხბურთელებმა  სამი  გოლი  გაიტანეს  და შეხვედრა  გამარჯვებით  დაასრულეს.  ბეთლემს  ერთი  ნაბიჯი  აშორებს  რომ  რანგით  პირველ  ლიგაში  დაწინაურდეს.  ამისათვის  დარჩენილ  ორ  ტურში  ერთი  გამარჯვების  მოპოვებაა  საჭირო.  ქედის  ბეთლემი  მეორე  ლიგაში  31  ქულით  პირველ  ადგილზეა  და  მომდევნო  ტურის  მატჩს  15  ნოემბერს  გამართავს  სენაკის  ეგრისის  წინააღმდეგ.

ამავე კატეგორიაში