დღეს ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე რევაზ დავითაძე იასპარეზებს

23 სექტემბერი 2019, 14:39 1414 ნახვა

ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრებიდან 89-კგ წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძე იასპარეზებს. ქართველი ძალოსანი ფიცარნაგზე საქართველოს დროით 17:25 წუთზე გამოვა.

რევაზი მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი და ევროპის ჩემპიონია. 20 წლამდელთა შორის კი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი.

ხვალიდან ასპარეზობაში 96-კგ წონით კატეგორიაში ანტონ პლესნოი ჩაერთვება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში