ირანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

19 სექტემბერი 2019, 16:36 1392 ნახვა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ირანის ნაკრებს მისი ეგიდით ჩატარებულ ყველა ტურნირში მონაწილეობა აუკრძალა. საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია რომ ირანის ძიუდოს ფედერაციამ წესდების რამდენიმე მუხლი დაარღვია. კონკრეტულად პოლიტიკური ნეიტრალობისა და უნივერსალობის პატივისცემის, რელიგიური დისკრიმინაციის ყველა ფორმის უარყოფის, შეხვედრების ჩაწყობის და მანიპულაციის მუხლები. სწორედ ეს დარღვევები გახდა საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილების მიზეზი.

საქმე ეხება აგვისტოში ტოკიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს. როგორც უცხოური პრესა წერს, ირანელმა სპორტსმენმა საიდ მოლაევმა ქვეყნის ხელმძღვანელობის და ირანის ძიუდოს ფედერაციისგან მიიღო ბრძანება, რომ არ მიეღო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე, რათა თავი აერიდებინა პოტენციურ მოწინააღდეგესთან ებრაელ საგი მუკისთან ბრძოლისთვის. მსგავსი ქმედება ოლიმპიური ქარტიის წესდებას ეწინააღმდეგება.

ირანულ მხარე უფლებამოსილია გადაწყვეტილება 21 დღის ვადაში, სპორტის არბიტრაჟის სასამართლოში გაასაჩივროს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში