ბერძნულ - რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიშია

14 სექტემბერი 2019, 16:39 432 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრი ნუგზარ წურწუმია  ყახაზეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. 55 კგ.წონით კატეგორიაში მოჭიდავე წურწუმიამ ნახევარფინალში იაპონელი შოთა ოგავა 8:0 დაამარცხა. მანამდე ქართველმა ფალავანმა  ჩინელ ჩაოს 9-0  მოუგო და რუსი კაბალოევი 8-3 დაამარცხა. ფინალური შეხვედრა  ხვალ გაიმართება და ნუგზარ წურწუმია მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს ხოლან ზაკანშას დაუპირისპირდება.

ფინალში გასვლის შანსი ექნება ლაშა გობაძეს, რომელიც დღეს ნახევარფინალში უზბეკ  ნურბეკ ხაშიმბეკოვს შეხვდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი