მეწყერი თურქეთში - დაღუპულია 5 ადამიანი

23 ივლისი 2019, 21:36 3816 ნახვა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პროვინცია დიუზჯეში მეწყრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ თურქეთის გარემოს დაცვისა და ქალაქმშენებლობის მინისტრმა მურატ კურუმმა განაცხადა. „მაშველებმა 5 ცხედარი აღმოაჩინეს, ორი ადამიანის ძებნა გრძელდება. ჩვენ შევისწავლეთ ყველა შენობა, რომლებიც სტიქიური უბედურების ზონაში მდებარეობს. ღვარცოფმა 474 შენობა დააზიანა, კიდევ 66 რისკის ქვეშაა. ამ შენობებში მცხოვრებთა ევაკუაციას განვახორციელებთ“, - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში