სპორტი მთავარში

02 მაისი 2018, 00:00 1118 ნახვა

• დღეს, კასპიისკში მიმდინარე ჭიდაობის  ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა შმაგი ბოლქვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. 67 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე  სპორტსმენი ფინალურ ეტაპზე არტიომ სურკოვთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში იმარჯვეს დავით ჩხარტიშვილმა და იური ლომაძემ. გუშინ კი საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი იაკობ კობლიაშვილმა მოუტანა. 87 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ,  ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ბეკხან ოზდოევი დაამარცხა. ნუგზარ წურწუმიამ და იაკობ ქაჯაიამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. საერთო ჯამში საქართველოს ნაკრების მონაგარი 6 მედალია, აქედა  1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

• მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტია, გუშინ სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ საპასუხო შეხვედრაში ანგარიში მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელებმა გახსნეს, იუშუა კიმიხმა ახლო მანძილიდან აიღო მადრიდელთა კარი, თუმცა ანგარიში მალევე გათანაბრდა, მარსელოს ჩაწოდების შემდეგ კარიმ ბენზემამ თავით გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ფრანგმა მიუნხენელთა კიპერის- სვენ ულრაიხის შეცდომით ისარგებლა და დუბლი გაიფორმა. იუპ ჰაინკესის გუნდმა ანგარიშის გათანაბრება 63-ე წუთზე შეძლო.  მადრიდელებს ყოფილმა ფეხბურთელმა ხამეს როდრიგესმა გაუტანა, მატჩის დარჩენილ დროში გერმანელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს შედეგად მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ბოლო ხუთ სეზონში ფინალში მეოთხედ გავიდა.  რეალისთვის კიევური ფინალი ჩემპიონთა თასზე მე-16 ფინალი იქნება - ეს რეკორდული მაჩვენებელია. დღეს მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვევა, რომში, ოლიმპიკოზე მასპინძელმა რომამ ლივერპულს მინიმუმ სამ ბურთიანი სხვაობით უნდა აჯობოს იმისათვის რომ ფინალში გავიდეს.

• ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-9 ტურში დღეს "რუსთავმა"  "ლოკომოტივს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა, ერთადერთი გოლი შეხვედრის დებიუტში რუსთაველთა ფორვარდმა - ბექა მიქელაძემ გაიტანა. ვლადიმერ გაზაევის გუნდმა ამ გამარჯვებით მე-5 ადგილზე მყოფ ქუთაისის ტორპედოს გადაუსწრო. ტორპედო გუშინ ფოთის კოლხეთთან საყაიმო ანგარიშს 1:1 დასჯერდა. ბოლნისის სიონმა საშინაო მატჩი დათმო საჩხერის ჩიხურასთან 0:2. საბურთალომ სამტრედიას სძლია ამავე ანგარიშით და ლიდერობა დაიბრუნა. ამ წუთებში კი საბურთალოელთა უშუალო მდევარი თბილისის დინამო გორის დილას სტუმრობს. ანგარიში 0:0.

• ენ ბი ეიში პლეიოფის მეორე რაუნდის დაპირისპირებები გრძელდება, მოქმედი ჩემპიონი გოლდენ სტეიტი მეორეჯერ მასპინძლობდა ნიუ ორლეანს პელიკანს და კვლავ გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 121:116. მეომრებს როგორც იქნა დაუბრუნდა სტეპ კარი, რომელმაც თავისი დაბრუნება 27 ქულით აღნიშნა, საუკეთესო კი კევინ დურანტი იყო, რომელმაც 29 ქულა მოუტანა თავის გუნდს,სერიაში ანგარიში 2:0-ია და შემდეგი ორი თამაში, ნიუ-ორლეანში გაიმართებეა ურთულესი გამარჯვება მოიპოვა კლივლენდ კავალიერსმაც, რომელმაც ოვერტაიმში 113:112 სძლია ტორონტო რაპტორს და სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სერიაში 1:0-ს დაწინაურდა, შეუდარებელი იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა, მოაგროვა რა 26 ქულა 13 გადაცემა და 11 მოხსნა, შემდეგი შეხვედრა კვლავ ტორონტოში გაიმართება.

• აჭარის კარატისტთა ნაკრებმა 14-15 აპრილს სომხეთში  ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე „ვარსკვლავების თასზე“ იასპარეზეს. სპორტსმენებმა 4 მედლის ორი ბრინჯაოსა და ორი ვერცხლის მოპოვება შეძლეს. 20-22 აპრილს კი აჭარის ნაკრების ორმა სპორტსმენმა სტამბულში შოტოკან კარატეს მე-9 მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.  თავის ასაკობრივ კატეგორიებში სპორტსმენებმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. გამარჯვებულ კარატისტებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა წარმატება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ამავე კატეგორიაში