ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა

21 მაისი 2016, 00:00 5106 ნახვა

ბათუმში ჯიშიანი ძაღლების პირველი საერთაშორისო გამოფენა იმართება. გამოფენაში საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ყაზახეთის და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ. წარმოდგენილია 75 სხვადასხვა ჯიშის ძაღლი, მათ შორის ქართული მონადირე ჯიშის ე.წ. მეკვერნე, რომელიც გადაშენების პირას მყოფი ეგზემპლარი იყო, ამ დროისთვის კი მუშაობა მის სელექციაზე და ჯიშის პოპულარიზაციაზე მიმდინარეობს. გამოფენის ორგანიზატორი საქართველოს კინოლოგთა ფედერაცია, მხარდამჭერი კი ბათუმის მერიაა. გამარჯვებულ ძაღლებს და მათ მეპატრონეებს სპეციალური პრიზები და დიპლომები გადაეცემათ. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში