გოჯუ-რიუს აკადემია

19 ოქტომბერი 2025, 12:15 357 ნახვა

ლისის ტბის მიმდებარედ კარატეს კერძოდ კი  გოჯუ-რიუს აკადემია გაიხსნა. აკადემია სოციალური პროექტია და მისი მიზანია საქართველოში ტრადიციული იაპონური საბრძოლო ხელოვნების, კულტურისა და ფილოსოფიის პოპულარიზაცია.

იაპონური მემკვიდრეობის არსის გაცნობით აკადემიამ ხელი უნდა შეუწყოს იაპონური ტრადიციების ადგილობრივი საზოგადოებისთვის გაცნობას. აკადემია შესთავაზებს საგანმანათლებლო გაკვეთილებს როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებს.

გახსნის ცერემონიას საქართველოს სპორტის სამინისტროს ოფიციალურ პირებთან ერთად   საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე-დოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი, ასევე  იაპონიის მთავარი ინსტრურქტორი და ინდოეთის მთავარი ინსტრუქტორი დაესწრნენ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე